„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36 -მა პროექტმა გაიმარჯვა

01 სექტ 2016 0 2357

   

სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური ნაწილის გამარჯვებულები გამოვლინდაპროგრამისბენეფიციარი 36 კონკურსანტი გახდაგამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები, როგორცდედაქალაქიდანასევე რეგიონიდანპროექტები ტურიზმისსოფლის მეურნეობისინტერნეტდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისქიმიური მრეწველობის და სხვა სფეროებსმოიცავს„სტარტაპ საქართველოს" პირველი ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტ „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" ორი კომპონენტისგან შედგება.  მაღალტექნოლოგიური და  ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა. "პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. განსაკუთრებით, კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავლის ეკონომიკას ქმნიან. ბაზარზე არსებული მოთხოვნა განაცხადების სიმრავლემ დაადასტურა. სტარტაპი არის ბიზნესი, რომელსაც მასშტაბური და გლობალური ზრდა შეუძლია, წარმოშობს ახალ სამუშაო ადგილებს და დოვლათს, რაც საბოლოო ჯამში ადამიანების კეთილდღეობაზე აისახება. მთავრობამ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით რეალური შანსი გააჩინა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ახალი ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბებისთვის,”-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.  „სტარტაპ საქართველო" ერთჯერადი პროგრამა არ არის და განაცხადების მიღება გაგრძელდება. პერსპექტიული ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით ვერ გაიმარჯვეს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა პროგრამაში სწორედ, კონკურსის შემდგომ ეტაპზე მიიღონ. განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის ავტორებს ურჩევენ, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი ბიზნეს იდეის დახვეწა. სტარტაპ საქართველო" ავტომატურად გადაიტანს მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსისგანსახილველ ნუსხაში და ბიზნეს იდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა შევსებაასევედაგეგმილია ტრეინინგების ჩატარება კონკურსისმონაწილეთათვისვისაც სურვილი აქვსმიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნათუ როგორ დაიწყოს ბიზნესიტრენინგების ხარჯებს სრულადდაფარავს შპს „სტარტაპ საქართველოდა ,„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო". პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებულსენიჭება უფლება „სტარტაპ საქართველოსთანგააფორმოს პარტნიორთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი დაფინანსება. პროგრამისგანხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფსრომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპებიდაფინანსდებასამომავლოდუფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნითპროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. „სტარტაპსაქართველოსს საპარტნიორო ფონდისმიერ დაფუძნდარომლის მიზანიახელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპებისგანვითარებასსაქართველოში. „სტარტაპ საქართველოგლობალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი იქნებაპროგრამა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოსინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად მომზადდაპროგრამა ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს საკუთარი იდეა საქმედ აქციონპროგრამის მონაწილეებსრომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყებისან განვითარებისათვისეძლევათ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესისტარტაპ საქართველოსპროგრამა გრძელდებაზუსტიგანრიგი გამოცხადდება უახლოეს დღეებში ვებ გვერდზე http://startup.gov.ge/ შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საინფორმაციო მეილზეinfo@startup.gov.ge, ან დარეკოთ ნომერზე: 032 2 30 59 15 სამუშაო საათებში.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები