საპარტნიორო ფონდს PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

21 ივლ 2016 0 1682

   

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი შაჰინ მამედოვი მიიღო. დავით საგანელიძემ PASHA Bank-ის ხელმძღვანელს ფონდის მანდატი, ფუნქციები და სტრატეგია გააცნო. საუბარი შეეხო ფონდში მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებს. PASHA Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ფონდის ხელმძღვანელს ბანკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. PASHA Bank-ის მენეჯმენტი საპარტნიორო ფონდის მიმდინარე პროექტებში ფინანსური ჩართულობის სურვილს გამოთქვამს და სხვადასხვა ბიზნესში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და PASHA Bank-ის კომერციული დირექტორი გიორგი ჯაფარიძე ესწრებოდნენ. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები