„საპარტნიორო ფონდს“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ

29 აპრ 2022 0 252

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური ატაშე ჯინ ფოსტერი და რეგიონული ოფიცერი ჯეიმი ნილი მიიღო.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ აშშ-ის საელჩოს  წარმომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საინვესტიციო პროექტები და ფონდის მანდატი გააცნო.

მხარეებმა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.   

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები