„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

02 თებ 2024 0 1070

   

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, შვილობილი კომპანია „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი გიორგი ლომიძე და შვილობილი კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი USAID-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.   

შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი USAID-ისა და CNFA-ის წარმომადგენლებს რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებული  ცვლილებების, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ესაუბრა.  

USAID-ს უკვე რამდენიმე წელია ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს „სტარტაპ-საქართველოსთან“. „სტარტაპ-საქართველომ“  2019 წლიდან USAID ერთად, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ ხუთი ინოვაციური საწარმო გახსნა.

თანამშრომლობის  პროგრამა  მიზნად ისახავდა  ახალი საწარმოების დაფინანსებასა და ინოვაციური ბიზნესების წამოწყებას. ერთობლივმა ინვესტიციამ მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა, ეწარმოებინათ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნეს საქმიანობა, ხელი შეუწყო რეგიონულ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA,  სხვადასხვა პროექტს მსოფლიოს 47 ქვეყანაში ახორციელებს. „სტარტაპ-საქართველოს“  მიზანია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების თანადაფინანსების საშუალებით. CNFA-სა და სტარტაპ-საქართველოს შორის გაფორმებული მომორანდუმის ფარგლებში, ახლო მომავალში  ინოვაციური, დამწყები ბიზნესების თანადაფინანსება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე თემებში იგეგმება.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები