საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტების დაფინანსება დაიწყო

09 ნოემბ 2016 0 2057

   

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროექტში პირველი კონკურსისამარჯვებულების დაფინანსება დაიწყოპირველ კონკურსში გამარჯვებულ 36 პროექტიდან 8 ბიზნეს პროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა და პროექტებს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა. საერთო ჯამში ეს პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა. დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში"; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია"; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება"; კლინიკა ონლაინ"; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB. სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდებარის შემდეგ ბიზნეს პროექტის განხორციელება დაიწყება.პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა" და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ. პარალელურად, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოსპროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობსგანაცხადის ფორმა,შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციაგანთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15. 

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდებაპროექტების შერჩევამოხდება კონკურსის წესითიმ ბიზნეს პროექტების ავტორებსრომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვესდაფინანსებააქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში,ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათკონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოსწარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმადამწყები საწარმოების(სტარტაპების)ხელშეწყობის პროგრამასმთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივადახორციელებენ. „სტარტაპ საქართველოს" მიერ გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული 56 სტარტაპერი გახდაპროგრამამაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგებაინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები